რუსეთში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, საქალაქო დუმის დეპუტატი და ბიზნესმენი დაიღუპა

ვერტმფრენის ბორტზე, რომელიც არხანგელსკის ოლქში ჩამოვარდა, ქალაქის დუმის დეპუტატი სერგეი სმეტანინი და ბიზნესმენი ალექსეი სემენოვი იმყოფებოდნენ, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
არხანგელსკის ოლქში R44 ტიპის ვერტმფრენის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ გუშინ მიიღო. ბორტზე ორი ადამიანი იმყოფებოდა. ჩამოვარდნილი ვერტმფრენი დღეს დილით აღმოაჩინეს. ბორტზე მყოფი ორივე ადამიანი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ