რუსეთში, ეკატერინბურგში აფეთქება მოხდა ელექტროქვესადგურზე

რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში აფეთქება მოხდა ელექტროქვესადგურზე, რომელიც დენით ამარაგებს სამხედრო პროდუქციის ქარხნებს – იტყობინებიან ადგილობრივი ტელეგრამ-არხები.
Mash-ისთანახმად, შენობა სადაც აფეთქება მოხდა, ენერგიას აწვდის სამ თავდაცვის საწარმოს: კალინინის სახელობის მანქანათმშენებელ ქარხანას, ტურბომოტორების ქარხანას და ურალმაშს.
ეს საწარმოები, როგორც მედია იტყობინება, მუშაობენ მეტალურგიის, ცემენტის მრეწველობის და სამთამადნო კომპლექსებისთვის ამწე და სატრანსპორტო საშუალებების სფეროში.
Mash-ის თანახმად, ამოქმედდა „თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა.“
თუმცა, ოფიციალური ვერსიით, აფეთქება უკავშირდება „უწესივრობას კალინინს ქვესადგურში“.
ს ხელისუფლება მომხდარზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.
აფეთქების ზუსტი მიზეზი უცნობია. რადიო თავისუფლება რედაქცია ამ ინფორმაციას დამოუკიდებელი წყაროებთან ჯერ ვერ ამოწმებს. ანდრეი იუსოვმა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (GUR) წარმომადგენელმა, ეკატერინბურგში მომხდარ აფეთქებაზე კომენტირებისას აღნიშნა, რომ „ეს არის რუსეთის ხელისუფლების პასუხისმგებლობა“.
მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ეკატერინბურგში მომხდარ აფეთქების შესახებ, რომ რუსებს შორის არიან მოქალაქეები, რომლებიც არ არიან გულგრილი.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ