რუსეთში დრონებით შეტევა იყო სამხედრო დანიშნულების კიდევ ერთ ქარხანაზე

უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ს ლიპეცკის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრზე, ქალაქ ლიპეცკზე და ქალაქ ელეცზე. ადგილობრივი ტელეგრამ-არხების ცნობით, 3 ივლისს გამთენიისას რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა.
ოლქის გუბერნატორ იგორ არტამონოვის თანახმად, ქალაქ ლიპეცკის რაიონში დრონების ნამსხვრევები კერძო სახლს დაეცა, დაიღუპა ერთი და დაიჭრა ორი ადამიანი.
გუბერნატორი ადასტურებს დრონებით შეტევას ქალაქ ელეცის ერთ-ერთ საწარმოზე, რომელსაც არ აკონკრეტებს. არტამონოვის ცნობით, ხანძარი გაჩნდა საწარმოს ავტოსადგომზე, საამქროებიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.
ტელეგრამ-არხი Astra წერს, რომ დრონებით დარტყმა იყო ქარხანა „ენერგიაზე“, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატებისთვის აკუმულატორებს აწარმოებს. ამ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო 2025 წლის მაისშიც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ხმელეთზე შედეგების დაკონკრეტების გარეშე აცხადებს, რომ 3 ივლისს ლიპეცკის ოლქში 10 უკრაინული დრონი გაანადგურეს. თავად ს ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
1 ივლისს დრონებით შეტევა იყო რუსეთის ქალაქ იჟევსკის ელექტრომექანიკურ ქარხანა „კუპოლზე“, რომელიც უკრაინის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის აწარმოებს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს, „ტორს“ და „ოსას“ და უპილოტო საფრენ აპარატებს, „გარპია“.
იჟევსკის ამ საწარმოზე დრონებით შეტევა იყო 2024 წლის ნოემბერშიც.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას