რუსეთში დაკავებული აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს

ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელი, შაჰინ შიხლინსკი, დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმციით, შიხლინსკი მოწმის სახით საგამოძიებო კომიტეტის რეგიონულ ოფისში გადაიყვანეს.
ს ქალაქ ეკატერინბურგში ურალის აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი, შაჰინ შიხლინსკი გუშინ დააკავეს. დაკავებისას ძალოვნებმა შიხლინკსის მანქანის ფანჯარა ჩაამტვრიეს, ძალით გადმოათრიეს და ხელბორკილები დაადეს. დაკავების ფორმალური საფუძვლები ამ მომენტისთვის უცნობია.