რუსეთში დააკავეს ტიუმენის მკვიდრი პლაკატით: „რამზან კადიროვი არის ქურდი, მკვლელი და რუსეთის სირცხვილი“

რუსეთის პოლიციამ დააკავა ტიუმენის მკვიდრი, რომელმაც ერთკაციანი აქცია მოაწყო. მას ხელში ეჭირა პლაკატი შემდეგი შინაარსის წარწერით: “რამზან ახმატოვიჩ კადიროვი არის ქურდი, მკვლელი, ს სირცხვილი”.

როგორც ტელეგრამის არხი „ოსტოროჟნო, ნოვოსტი“ წერს თვითმხილველებზე დაყრდნობით, მოქალაქე მიემართებოდა ქალაქის ცენტრისკენ, მაგრამ დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწია.
ადგილობრივი საიტის, “72.რუ-ს” თანახმად, სამართალდამცველები დაკავებულის “ქმედების მოტივების გარკვევას“ ცდილობენ. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივმა სამმართველომ მომხდარზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
· ოქტომბერში პეტერბურგში დააკავეს 18 წლის დიმიტრი კუზმინი, რომელიც ერთკაციან აქციაზე გავიდა პლაკატით: “თავისუფლება ნიკიტა ჟურაველს. კადიროვი მკვლელია.”
· ამა წლის მაისში 19 წლის ნიკიტა ჟურაველმა ვოლგოგრადის საკათედრო მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ყურანი დაწვა და ამის ვიდეო გადაიღო. ვიდეო მოგვიანებით ტელეგრამის ერთ-ერთ არხზე გამოქვეყნდა.
· ჟურაველი დააკავეს და შემდეგ გაავრცელეს “აღიარება”, რომ ყურანის დაწვისას მოქმედებდა უკრაინის სპეცსამსახურების მითითებით, 10 ათასი რუბლის საფასურად. ამ საქმეზე სასამართლო გამოძიების ჩასატარებლად, 26 მაისს ნიკიტა ჟურაველი ჩაიყვანეს გროზნოში და მოათავსეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც მას სცემა ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის 15 წლის ვაჟმა.
· ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა ტელეგრამის არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ასახულია, თუ როგორ სცემს მისი ვაჟი, ადამი, ყურანის დაწვაში ეჭვმიტანილ ვოლგოგრადელ ნიკიტა ჟურაველს. პოლიტიკოსმა თქვა, რომ ამაყობს თავისი შვილის საქციელით.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ეს შედეგი დგება, როცა დადიხარ უცხოს და არა შენი ხალხის ჭკუაზე – ისინი მშვენივრად, ტკბილად არიან, ახლახან ვნახეთ მიხეილ როთის ფოტო, რომელიც მზეზე ირუჯება და ძალიან კარგად არის თავის პენსიაზე პოლიტიკიდან

შალვა პაპუაშვილი – უვიზო მიმოსვლის შეჩერების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, თუმცა თუკი თავნებობას და უსაფუძვლო გადაწყვეტილებებს ექნება ადგილი, ჩვენ ამის წინასწარ განჭვრეტა არ შეგვიძლია