მოსკოვის პროკურატურა, დღეს, 12 საათზე საარჩევნო უბნებზე მისულებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დაემუქრა. ოპოზიციამ ამ აქციას “შუადღე პუტინის წინააღმდეგ” უწოდა.
აქციის მონაწილეები გეგმავენ ერთდროულად შეიკრიბონ ამჟამინდელი პრეზიდენტის წინააღმდეგ ხმის მისაცემად ან კენჭისყრის ჩასაშლელად, რითაც აჩვენებენ, რომ რუსეთში პუტინის პოლიტიკის მოწინააღმდეგეები არიან და მათ შეუძლიათ უსაფრთხოდ შეიკრიბონ ერთ ადგილას.
აქციის იდეა ეკუთვნის სანკტ-პეტერბურგის საკანონმდებლო ასამბლეის ყოფილ დეპუტატს „იაბლოკოდან“ მაქსიმ რეზნიკს. მას მხარს უჭერდნენ ოპოზიციური პოლიტიკოსები, მათ შორის ალექსეი ნავალნი სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე.
ადგილობრივი დროით შუადღისას ნოვოსიბირსკის საარჩევნო უბნებზე შესამჩნევი რიგები გაჩნდა, იუწყება გამოცემა 7×7. ნოვოსიბირსკის მერიამ საარჩევნო უბნებზე რიგები „უსაფრთხოების ზომების გაძლიერებით“ ახსნა. ჩიტაში უბნების წინ პოლიციის მეთვალყურეობა გაძლიერდა, აქცია ტომსკშიც მიმდინარეობს.
შუადღისას რიგები შეიქმნა პერმისა და ეკატერინბურგის საარჩევნო უბნებზეც.
„შუადღე პუტინის წინააღმდეგ“ ასევე ტარდება საზღვარგარეთ, როგორც წესი, რუსეთის საელჩოებსა და საკონსულოებში.
რიგი დადგა ბიშკეკშიც, იქ საარჩევნო უბანი კარვებში იყო გაშლილი ქუჩაზე, საელჩოს შენობის კედლებთან.
ბანგკოკში ხალხი რიგში დგას 35 გრადუს სიცხეში.
საქართველოში მცხოვრები რუსები ხმის მისაცემად ერევანში ჩამოვიდნენ, რადგან საქართველოში რუსეთის საელჩო არ არის.
პრაღაში რუსებმა ხმა მისცეს 15 მარტს, სხვა დღეებში საარჩევნო უბანი დაკეტილი იყო. აქცია „შუადღე პუტინის წინააღმდეგ“ დღეს, ადგილობრივი დროით 12:00 საათზე, მეტრო „მუსტეკთან“ გაიმართება.
დაკავებების ქრონიკა ასეთია:
· კოსტრომაში დააკავეს რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის მისაღები ოფისის უფროსი, ანდრეი ტარასოვი, სავარაუდოდ, მის სოციალურ ქსელში პოსტის გამო, რომელსაც პოლიციამ უკანონო პროპაგანდა უწოდა.
· ბარნაულში ნადეჟდინის შტაბის ყოფილი თანამშრომელი დააკავეს. უსაფრთხოების ძალებმა ვლადიმირ ტიტარენკო საარჩევნო უბანთან დააკავეს. ფორმალური მიზეზი იყო რეგისტრაციის არარსებობა. მისი უცნობია სად არის ამ დრომდე დაკავებული.
· მოსკოვში პოლიციამ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვიაჩესლავ გოლიკოვი დააკავა მაისურისთვის წარწერით „ნავალნი“, მას ტანსაცმლის გამოცვლა სთხოვეს, ის დათანხმდა, მაგრამ მაინც წაიყვანეს ბასმანის პოლიციის განყოფილებაში.
· ყაზანში კრიმინალური გამოძიების დეპარტამენტისა და ცენტრის თანამშრომლებმა სახლიდან გასვლისას ადგილობრივი აქტივისტი ზულფია სიტდიკოვა დააკავეს. დაკავების მიზეზი უცნობია.
· ადვოკატი ბერეზნიკიდან, არტემ ფაიზულინი, დაიბარეს ФСБ-ში 17 მარტს, 12:00 საათისთვის, როდესაც მთელ რუსეთში მიმდინარეობდა აქცია “შუადღე პუტინის წინააღმდეგ”.
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ელა პამფილოვამ წინა დღით განაცხადა, რომ რუსეთის 20 რეგიონში ხმის მიცემისაც 21-მა ადამიანმა სცადა საარჩევნო ყუთებში სითხის ჩსხმა, რვამ კი ცეცხლის გაჩენა სცადა. აღძრულია. სულ მცირე 15 სისხლის სამართლის საქმე.
აქცია „შუადღე პუტინის წინააღმდეგ“ რუსეთში ამ დრომდე გრძელდება.