რუსეთში ბომბდამშენი ჩამოვარდა

რუსეთის სტავროპოლის მხარეში ჩამოვარდა ტუ-22მ3 ტიპის რაკეტმზიდი ბომბდამშენი. ამ ტიპის სამხედრო თვითმფრინავების ბირთვული იარაღით აღჭურვაც შესაძლებელია.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტოები თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერენ, რომ თვითმფრინავი „საბრძოლო დავალების“ შესრულების შემდეგ ბაზირების აეროდრომზე ბრუნდებოდა. რუსული ბომბდამშენები „საბრძოლო დავალებას“ ამჟამად უკრაინაში ასრულებენ.
ოფიციალური ინფორმაციით, მფრინავებმა კატაპულტირება მოასწრეს, ეკიპჟის სამი წევრი უკვე ევაკუირებულია, ერთის ძებნა კი გრძელდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავარიის წინასწარ მიზეზად ტექნიკურ გაუმართაობას ასახელებს.
დამოუკიდებელი წყაროებით ინფორმაცია ჯერჯერობით გადაუმოწმებელია.

ასევე დაგაინტერესებთ

“ჯივიპი” – რუსთაველის გამზირზე კონტრაქტორი კომპანიის თვითმცლელმა ტრანშიის კიდესთან ახლოს იმოძრავა, რამაც ნიადაგის ჩამოშლა და ტექნიკის მოცურება გამოიწვია, გადაბრუნდა ავტომანქანა – თვითმცლელში იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვი

ირაკლი კობახიძე: 2020 წლის შემდეგ, ყოველწლიურად ფიქსირდება მკვლელობების სტატისტიკის შემცირება, რაც შეეხება 2012 წლამდე პერიოდთან შედარებას, სამჯერ არის საშუალოდ შემცირებული, ეს არის ფაქტები და დანარჩენი სამარცხვინო სპეკულაციებია

იზა ომაძე: მეგობრებო ნუ განგვიკითხავთ, შვილდახვრეტილ, შვილმოკლულ, შვილნაწამებ მშობლებს, განიკითხეთ და მოვთხოვოთ ერთად სისტემას, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა მსგავსი, გზას აცდენილი ახალგაზრდების არსებობა…