რუსეთში ბომბდამშენი ჩამოვარდა

ს სტავროპოლის მხარეში ჩამოვარდა ტუ-22მ3 ტიპის რაკეტმზიდი ბომბდამშენი. ამ ტიპის სამხედრო თვითმფრინავების ბირთვული იარაღით აღჭურვაც შესაძლებელია.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტოები თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერენ, რომ თვითმფრინავი „საბრძოლო დავალების“ შესრულების შემდეგ ბაზირების აეროდრომზე ბრუნდებოდა. რუსული ბომბდამშენები „საბრძოლო დავალებას“ ამჟამად ში ასრულებენ.
ოფიციალური ინფორმაციით, მფრინავებმა კატაპულტირება მოასწრეს, ეკიპჟის სამი წევრი უკვე ევაკუირებულია, ერთის ძებნა კი გრძელდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავარიის წინასწარ მიზეზად ტექნიკურ გაუმართაობას ასახელებს.
დამოუკიდებელი წყაროებით ინფორმაცია ჯერჯერობით გადაუმოწმებელია.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას – ამ კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენა