რუსეთში ბომბდამშენი „ტუ-22მ3“ ჩამოვარდა

რუსეთში, ირკუტსკის ოლქში, ჰიპერბგერითი ბომბდამშენი „ტუ-22მ3“ ჩამოვარდა, იტყობინება „მედუზა“.
მომხდარი ს თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა. უწყების განცხადებით, კატასტროფის წინასწარი მიზეზი ტექნიკური გაუმართაობაა.
ტელეგრამ-არხების ცნობით, თვითმფრინავი ფედერალური ავტომაგისტრალის, „რ-225“-ისგან 100 მეტრის მოშორებით ჩამოვარდა.
„მედუზა“ აღნიშნავს, რომ ბომბდამშენი გეგმიურ ფრენას ასრულებდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ თვითმფრინავს ჰაერში გაუჩნდა ცეცხლი. პილოტებმა კატაპულტირება მოასწრეს და მათ სიცოცხლეს არაფერი ემუქრება.