რუსეთში აშშ-ის საელჩო აკრიტიკებს რადიო თავისუფლების თანამშრომლის, ალსუ კურმაშევას პატიმრობაში დატოვებას

რუსეთში -ის საელჩომ გააკრიტიკა ს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც 5 ივნისამდე გაუგრძელდა წინასწარი პატიმრობა რადიო თავისუფლების თათრულ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტ ალსუ კურმაშევას.
“კრემლის მიერ რუსეთში მედიის თავისუფლების ხელყოფა მიუღებელია”, – განაცხადა რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ლინ ტრეისიმ.
ალსუ კურმაშევას აშშ-ისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. დაკავებამდე ის ქმართან და შვილებთან ერთად ში ცხოვრობდა. გასული წლის მაისის შუა რიცხვებში ოჯახური მდგომარეობის გამო იგი მშობლიურ ქალაქ ყაზანში ჩავიდა.
ამერიკული დიპლომატიური მისიის შეტყობინებაში ნათქვამია, რომ საელჩოს თანამშრომლები ყაზანში სასამართლო სხდომაზე იმყოფებოდნენ. საელჩომ ასევე განაცხადა, რომ შეეცდება, მიაღწიოს დაკავებულ ჟურნალისტთან კონსულის შეშვებას.
1 აპრილს ყაზანის სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების შუამდგომლობა და 5 ივნისამდე გაუგრძელა წინასწარი პატიმრობა ალსუ კურმაშევას. ჟურნალისტის დაცვა აღკვეთის ზომის შინაპატიმრობით შეცვლას ითხოვდა, მაგრამ სასამართლომ უარი განაცხადა.

სხდომის შემდეგ ალსუ კურმაშევამ მედიას უთხრა, რომ ფიზიკურად „ვერ გრძნობს თავს ძალიან კარგად, ყოფითი პირობები ძალიან ცუდია“. „არა მაქვს საშუალება, მივხედო ჩემს ჯანმრთელობას“, – დააზუსტა ჟურნალისტმა. შეკითხვაზე, უწევენ თუ არა მას სამედიცინო დახმარებას, კურმაშევამ თქვა: „მინიმალურს“.
ალსუ კურმაშევას რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით სდებენ ბრალს. ერთი მუხლის თანახმად, მან რუსეთის ხელისუფლებას საკუთარი თავის შესახებ არ შეატყობინა „უცხოეთის აგენტების“ რეესტრში შესატანად, მეორეა რუსეთის არმიის შესახებ ე.წ. ფეიკების გავრცელების ბრალდება. მას ბრალად ედება გავრცელება წიგნისა „არა ომს. 40 ამბავი რუსეთის მოქალაქეებისა, რომლებიც ში შეჭრის წინააღმდეგ გამოდიოდნენ“. ამ წიგნის პრეზენტაცია “Idel.Реалии-მ” 2022 წლის შემოდგომაზე გამართა.
2023 წლის 2 ივნისს, გაფრენის წინ, ალსუ ყაზანის აეროპორტში დააკავეს. მას ამერიკული და რუსული პასპორტები ჩამოართვეს. რამდენიმე დღეში ჟურნალისტის მიმართ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე მეორე მოქალაქეობის შესახებ შეუტყობინებლობაზე. მას გაუსვლელობის ხელწერილი ჩამოართვეს, საქმის გამოძიება რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა. ოქტომბერში ყაზანის სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 10 ათასი რუბლით დააჯარიმა.

განაჩენის გამოცხადებიდან ერთ კვირაში, 18 ოქტომბერს, ჟურნალისტი კვლავ დააკავეს. მას წარუდგინეს სისხლის სამართლის ახალი ბრალდება „უცხოეთის აგენტის“ შესახებ კანონის მიხედვით. რუსეთის არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელების მუხლით მას ახალი ბრალდება 2023 წლის 11 დეკემბერს წაუყენეს.

ასევე დაგაინტერესებთ