რუსეთში არარსებული ორგანიზაციის “ექსტრემისტულად” აღიარებას ითხოვენ

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ სარჩელი შეიტანა ქვეყნის უზენაეს სასამართლოში და მოითხოვა, რომ “ანტირუსული სეპარატისტული მოძრაობა და მისი ქვედანაყოფები” გამოცხადდეს “ექსტრემისტულ ორგანიზაციად“ და ს ტერიტორიაზე აიკრძალოს.
ვინ ან რას წარმოადგენს “ანტირუსული სეპარატისტული მოძრაობა” გაურკვეველია. როგორც ჩანს, ის არასოდეს ყოფილა ნახსენები მედიის ანგარიშებში. ადამიანის უფლებათა და იურიდიული დახმარების ჯგუფმა “OVD-Info-მ” განაცხადა, რომ ვერ იპოვა რაიმე ჩანაწერი მსგავსი ორგანიზაციის შესახებ.
იუსტიციის სამინისტროს მიერ სარჩელის შესახებ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული სუბიექტი არის “საერთაშორისო მოძრაობა, რომელიც მიმართულია რუსეთის მრავალეროვნული ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის განადგურებისკენ”.
უზენაესი სასამართლო სარჩელს 7 ივნისს განიხილავს.
“მედუზას” ინფორმაციით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის ხელისუფლება ითხოვს მოძრაობის აკრძალვას ოფიციალური სტრუქტურისა და წევრების გარეშე. 2023 წლის ნოემბერში რუსეთის უზენაესმა სასამართლომ “საერთაშორისო LGBT მოძრაობა” კანონგარეშედ გამოაცხადა, როგორც “ექსტრემისტული ორგანიზაცია”, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში ასეთი ჯგუფი არ იყო რეგისტრირებული.

ასევე დაგაინტერესებთ

გური მირცხულავასა და ჯანო არჩაიას ადვოკატი – პროკურატურამ იკადრა და ამოჭრა მონაკვეთი, სადაც პოლიციელები საგნებს ისვრიან მომიტინგეების მისამართით – ექსპერტმა სახეზე შეახმო პროკურატურასა და საჯარო თანამდებობის პირებს მათ მიერ გაკეთებული განცხადებები

გიორგი ახობაძე – შესაძლოა, ამათ ჩემთან საუბრის შემდეგ საქმის „შეკერვა“ უფრო დახვეწეს, ამიტომ თუ აქ იგივე ბრალდებით მოვხვდები, მეტი ჭიდაობა მოგვიწევს – უკეთესად შეეძლოთ! იჩქარეს, ალბათ სჭირდებოდათ ეფექტის შექმნა, რომ ხალხს მასიურად იჭერდნენ