ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Meduza ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში ურალის აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი, შაჰინ შიხლინსკი დააკავეს, მასთან ერთად მისი შვილიც დააკავეს, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს.
დაკავებისას ძალოვნებმა შიხლინკსის მანქანის ფანჯარა ჩაამტვრიეს, ძალით გამოათრიეს და ხელბორკილები დაადეს. დაკავების ფორმალური საფუძვლები ამ მომენტისთვის უცნობია.
შიხლინსკის შვილის თქმით, დაკავებას რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური აწარმოებდა.
