რუსეთში ადასტურებენ დრონით დარტყმას სოჭის ტერიტორიაზე არსებულ ნავთობის საცავზე

გასულ ღამით აფეთქებები იყო ს კრასნოდარის მხარის ქალაქ სოჭის ტერიტორიაზე. რუსული წყაროები, მათ შორის სახელმწიფო სააგენტოები სულ მცირე ხუთი აფეთქების შესახებ იუწყებოდნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინულ დრონებს იგერიებდა.
ღამის სამი საათისთვის ფედერალური ტერიტორიის, სირიუსის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დმიტრი პლიშკინის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ დარტყმა იყო ნავთობის ბაზაზე. პლიშკინს შედეგები არ დაუკონკრეტებია.
სირიუსს რუსეთის პირველი „ფედერალური ტერიტორიის“ სტატუსი აქვს 2020 წლიდან. მანამდე ეს ტერიტორია სოჭის ადლერის რაიონში შედიოდა.
კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ადლერის რაიონში მოგერიებული დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა.
24 ივლისის დილის ცხრა საათის მდგომარეობით ს სოჭის ტერიტორიაზე დრონებით შეტევის შესახებ არაფერი უთქვამს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 24 ივლისს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასულ ღამით საჰაერო თავდაცვის საშუალებებით „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 39 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, მათგან 21 შავი ზღვის აკვატორიის თავზე, 11 – აზოვის ზღვის თავზე და 7 – კრასნოდარის მხარეში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას და ხმელეთზე გამოწვეულ შედეგებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ალეკო ელისაშვილზე – დაველოდოთ ვის შეარჩევენ თავიანთ კანდიდატურად, თუმცა ამ ცირკიდან, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ვფიქრობ, რომ ლოგიკური შედეგი იქნებოდა ამ კანდიდატურის წამოყენება