რუსეთს შეუძლია უკრაინაში ომი კიდევ 2 წლით გააგრძელოს – ლიეტუვის დაზვერვა

ლიეტუვის დაზვერვის სამსახური აცხადებს, რომ რუსეთს საკმარისი ფინანსური, ადამიანური და ლოგისტიკური რესურსი აქვს საიმისოდ, რომ სთან ომი, დღევანდელი ინტენსივობით, კიდევ ორი წლით გააგრძელოს.
ამის შესახებ ინფორმაციას Ukrainska Pravda “ბალტიის ახალი ამბების სააგენტოზე” დაყრდნობით ავრცელებს, სადაც ლიეტუვის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტისა და სამხედრო დაზვერვის სამსახურის ერთობლივი ანგარიში გამოქვეყნდა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთმა უზარმაზარი რესურსი გადაისროლა უკრაინაში საომრად და ერთხელაც არ გამოუვლენია, რომ კონფლიქტის დეესკალაციაზე ფიქრობს, მიუხედავად იმისა, რომ ვერც წარმატებას აღწევს.
“ამავე დროს, ს ფედერაცია ემზადება ნატოსთან ხანგრძლივი კონფრონტაციისთვის, განსაკუთრებით, ბალტიის ზღვის რეგიონში”, – ამბობს ლიეტუვის დაზვერვა.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ კრემლმა რუსული შეიარაღებული ძალების დიდმასშტაბიანი რეფორმა წამოიწყო, რამაც უნდა გააფართოოს რუსეთის სამხედრო პოტენციალი ბალტიის ზღვის რეგიონში. დაგეგმილი ცვლილებების განხორციელება უკვე დაიწყო და ნაწილი აღსრულდა კიდევ კალინინგრადსა და რუსეთის დასავლეთში.
“რეფორმა ხანგრძლივი პროექტია, რომელიც დიდ რესურსს მოითხოვს და სულ მცირე, რამდენიმე წელს გაგრძელდება, შეიძლება 10 წელსაც”, – აღნიშნულია ანგარიშში, სადაც ასევე ნათქვამია, რომ რუსული რეფორმის საერთო ტემპი და მასშტაბი პირდაპირ დამოკიდებულია უკრაინაში მიმდინარე ომში განვითარებულ მოვლენებზე.
ლიეტუვის დაზვერვა ამბობს იმასაც, რომ უკრაინაში ომი რუსეთს იმაზე ბევრად მეტი უჯდება, ვიდრე ამას მაგალითად, გასულ წელს გეგმავდა. 2023 წლის პირველი ნახევრის სამხედრო დანახარჯი მთელი წლისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს აჭარბებდა. წელს კი, ქვეყნის ბიუჯეტის სულ მცირე მესამედი, 102 მილიარდი ევრო უკვე გამოიყო სამხედრო მიზნებისთვის.
“ეჭვი არაა, რომ რეალური რიცხვები გაცილებით მაღალი იქნება. ომი და სამხედრო-ინდუსტრიული მიზნები რუსეთის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა ხდება, რომელიც სულ უფრო მეტ ფინანსურ, მატერიალურ და ადამიანურ რესურსს მოიხმარს, ეკონომიკის სხვა სექტორების ხარჯზე”, – ამბობს ლიეტუვის დაზვერვა.