„რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული. ეს ვერ ვაღიარებინეთ ევროკავშირს“ – ირაკლი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული და ეს არის ფაქტი, რომელიც ვერ აღიარებინეს ევროკავშირს“.
აღნიშნული განცხადებით კობახიძემ უპასუხა კითხვას, რატომ არ ახსენა , გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
„საუბარი იქ იყო ოკუპაციაზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე. საუბარი იყო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, ყველა ამ თემაზე იყო საუბარი… რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, ეს ვერ ვაღიარებინეთ ევროკავშირს. ოკუპაციაზე მქონდა საუბარი გაერო-ში. რუსეთს აქვს საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული, ეს არის ფაქტი, რომელსაც არავინ უარყოფს“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით