რუსეთს ომის საფასურის გადახდა მისი დასრულებიდან მრავალი წლის განმავლობაში მოუწევს – Bloomberg

ომი ხვალაც რომ დასრულდეს, რუსეთს მისი საფასურის გადახდა მრავალი წლის განმავლობაში მოუწევს, – წერს Bloomberg–ი. ეს დაკავშირებულია რეკორდული რაოდენობის სესხებთან მაღალი საპროცენტო განაკვეთებით, რომლებითაც კრემლმა ბიუჯეტში არსებული ხვრელის დახურვა დაიწყო.
სარეზერვო ფონდების ამოწურვის შემდეგ, იძულებული გახდა მკვეთრად გაეზარდა ფედერალური სასესხო ობლიგაციების გაყიდვები. 2025 წელს ს მთავრობამ რეკორდული 7.9 ტრილიონი რუბლის ღირებულების ობლიგაციები გამოუშვა, რითაც გადააჭარბა COVID-19 პანდემიის დროს დამყარებულ წინა რეკორდს.
ამავდროულად, ფული უკიდურესად გაძვირდა ცენტრალური ბანკის მაღალი საბაზო განაკვეთის გამო, რომელმაც ერთი წლის წინ რეკორდულ 21%-ს მიაღწია და ამჟამად 16.5%-ია.
სესხებზე მაღალი საპროცენტო გადასახადები უკვე „ჩადებულია“ მომავალ ბიუჯეტებში და, სამხედრო ხარჯებისგან განსხვავებით, მათი შემცირება შეუძლებელია, – წერს Bloomberg–ი.
რუსეთში ვალის მომსახურების ხარჯები უკვე ორჯერ აღემატება მთლიანი ხარჯების წილს ომამდელ პერიოდთან შედარებით. ისინი აღემატება ცალკე ჯანდაცვისა და განათლებისთვის გამოყოფილ ბიუჯეტის ასიგნებებს და მომავალი წლიდან ისინი გადააჭარბებს ორივე სექტორზე სახელმწიფო ხარჯების ჯამურ რაოდენობას და გახდება ბიუჯეტის მეოთხე უდიდესი პუნქტი.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }