რუსეთს მოლდოვაში ჩარევის გამო ევროპარლამენტი აკრიტიკებს

ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი აფრთხილებს რუსეთს, შეწყვიტოს მოლდოვაში „პროვოკაციები და დესტაბილიზაციის მცდელობები“, გადამწყვეტი საპრეზიდენტო სა და რეფერენდუმის წინ. ის ასევე მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მიაწოდონ კიშინიოვს „ყველა ის საჭირო დახმარება“, რომელიც მოლდოვას მოსკოვის დეზინფორმაციასთან საბრძოლველად გამოადგება.
რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროკავშირს, დააწესოს დამატებითი სანქციები ფიზიკურ პირებსა და ერთეულებზე, რომლებიც მოლდოვის არჩევნებში ჩარევაზე არიან პასუხისმგებელნი, ან მხარს უჭერენ ისეთ ქმედებებს, რაც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის მოლდოვის რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. რეზოლუციის პროექტში ევროპარლამენტი „მტკიცედ გმობს ს ფედერაციის, პრორუსი ოლიგარქების და რუსეთის მიერ დაფინანსებული ადგილობრივი აქტორების მზარდ მავნე ქმედებებს, ჩარევას და ჰიბრიდულ ოპერაციებს, რომლებიც არჩევნებისთვის ძირის გამოთხრას ისახავს მიზნად”.
დოკუმენტი მოუწოდებს მოსკოვს, „პატივი სცეს მოლდოვას რესპუბლიკის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეწყვიტოს ქვეყნის დესტაბილიზაციისა და მისი კონსტიტუციური წესრიგისა და დემოკრატიული ინსტიტუტების შელახვისკენ მიმართული პროვოკაციები და მცდელობები“. ის ასევე მოუწოდებს მოსკოვს, გაიყვანოს თავისი ჯარები დნესტრისპირეთიდან და მხარი დაუჭიროს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას კიშინიოვსა და მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის.
მოლდოვის 20 ოქტომბრის არჩევნებზე კენჭს კვლავ იყრის ქვეყნის პროდასავლური პრეზიდენტი მაია სანდუ, რომელმაც წინა არჩევნებზე რუსეთის მიერ მხარდაჭრილი იგორ დოდონი დაამარცხა. მოლდოველები იმავე დღეს მონაწილეობენ რეფერენდუმში, რომელიც 27-წევრიან ევროკავშირის ბლოკში გაწევრიანების თაობაზე იმართება.
არჩევნებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან ის ქვეყნის სამომავლო კურსს გადაწყვეტს. მოლდოვამ 2022 წელს ევროპის კავშირის კანდიდატობის სტატუსი მიიღო და დაიწყო მოლაპარაკება დასავლური ბლოკის წევრობის თაობაზე.
საბჭოთა კავშირის დაშლიდან და მოლდოვის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 33 წლის შემდეგ, რუსეთს მოლდოვაზე გავლენა კვლავ აქვს და მისი შენარჩუნება სურს. მოსკოვს დღემდე 1000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს სეპარატისტულ დნესტრისპირეთის რეგიონში.

ასევე დაგაინტერესებთ