რუსეთს ევროკავშირმა მეტი სანქცია უნდა დაუწესოს, აცხადებენ ფინეთი და შვედეთი

ფინეთი და შვედეთი მიიჩნევენ, რომ ევროკავშირმა რუსეთს კიდევ უფრო მეტი სანქცია უნდა დაუწესოს, ს ოპოზიციის ლიდერის, ს ციხეში სიკვდილის გამო. განცხადება შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტრომმა 26 მარტს გააკეთა.
„ის ფაქტი, რომ ალექსეი ნავალნის სიკვდილის მოწმე გავხდით, რაც აშკარად უკავშირდება რუსეთის მთავრობას, სანქციების დაწესებას აუცილებელს ხდის კონკრეტულად მათთვის, ვინც პასუხისმგებელია მის [ნავალნის] სიკვდილზე“, – თქვა ბილსტრომმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელშიც მისი ფინელი კოლეგა ელინა ვალტონენიც მონაწილეობდა.
“ჩვენი ღრმა რწმენით, რა თქმა უნდა, მთლიანობაში სანქციების პაკეტი უნდა გაფართოვდეს, რადგან ვხედავთ, რომ სანქციები განსხვავებას იძლევა, როდესაც საქმე ეხება რუსეთის უნარს, აწარმოოს თავისი უკანონო ომი უკრაინის წინააღმდეგ“, – თქვა მან.
ტობიას ბილსტრომის თქმით, ორ სკანდინავიურ ქვეყანას ასევე სურს სანქციები დაუწესდეს ბელარუსს, რომელიც სთან ომში რუსეთის მოკავშირეა და მხარს უჭერს მოსკოვს.

ასევე დაგაინტერესებთ

გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის აქციაზე – დავინახეთ, რომ უფრო მეტი კარავი იყო, ვიდრე კარვებში შემსვლელი ადამიანები – როცა ერთი და იგივე ადამიანი რამდენიმე კარავში შედის, ეს არის „კარუსელი“ და ვის ატყუებენ?!

ცესკო საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებს, 16 ნოემბრის სხდომაზე მომხდარი ფაქტი, რა დროსაც გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხეს, უყურადღებოდ არ დატოვონ