რუსეთსა და ჩინეთს, რუსეთ-უკრაინას შორის წყალქვეშა გვირაბის მშენებლობაზე, ფარული მოლაპარაკება აქვთ – WP

ორი ქვეყნის მთავრობებთან ასოცირებული რუსი და ჩინელი ბიზნესმენები ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ კრასნოდარის ოლქის ყირიმთან დამაკავშირებელი წყალქვეშა გვირაბის მშენებლობაზე. ამის შესახებ The Washington Post (WP) უკრაინის სპეცსამსახურების ელექტრონულ შეტყობინებებზე დაყრდნობით იუწყება.
მოლაპარაკებები, მათ შორის პირისპირ შეხვედრები, ოქტომბრის ბოლოს გაიმართა. გამოცემის ცნობით, ვარაუდობენ, რომ ახალი სატრანსპორტო მარშრუტი დაცული იქნება უკრაინის თავდასხმებისგან.
გაზეთი წერს, რომ ჩინეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სამშენებლო კომპანიამ, China Railway Construction Corporation (CRCC) გამოთქვა მზადყოფნა მონაწილეობა მიიღოს ყირიმში „ნებისმიერი სირთულის“ პროექტებში. გამოცემა იმასაც წერს, რომ ყირიმში ცოტა ხნის წინ ჩამოყალიბდა რუსულ-ჩინური კონსორციუმი წერილებში აღნიშნული პირების მონაწილეობით.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა და ინჟინრებმა, რომლებიც WP-ს გამოჰკითხეს, განაცხადეს, რომ არსებული გვირაბის მშენებლობა დაჯდება მინიმუმ 5 მილიარდი დოლარი. მათ ასევე აღნიშნეს, რომ მშენებლობას დასჭირდება წლები და ჩინეთს, სავარაუდოდ, ექნება პრეტენზია მის ნაწილობრივ ფლობაზე.
WP იმასაც წერს, რომ ასეთმა პროექტმა შესაძლოა პოლიტიკური რისკები შეუქმნას ჩინეთს, რომელსაც აქამდე ოფიციალურად არასოდეს უღიარებია .