რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის მოგვარების გზა დიპლომატიასა და დიალოგზე გადის – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის მოგვარების გზა დიპლომატიასა და დიალოგზე გადის, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„ჩვენ რუსეთსა და უკრაინასთან კონტაქტში ვართ. კონფლიქტის მოგვარების გზა დიპლომატიასა და დიალოგზე გადის. მშვიდობის მისაღწევად დიპლომატიურ ძალასა და შესაძლებლობებს ვიყენებთ“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
ცნობისთვის, გუშინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი, ვლადიმერ მედინსკი მზად არის 2 ივნისს, სტამბოლში უკრაინის დელეგაციას სამშვიდობო პროცესის შესახებ მემორანდუმი წარუდგინოს.
სერგეი ლავროვის საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა აღნიშნა, რომ უკრაინის დელეგაცია რუსეთის მემორანდუმს წინასწარ უნდა გაეცნოს.
ipn.ge

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”