რუსეთსა და დასავლეთს შორის რიტორიკა მძაფრდება უკრაინის საკითხზე

, რომლის გულისწყრომას იწვევს მისი თქმით “უპრეცედენტო” და “პროვოკაციული” განცხადებები დასავლეთისგან, იმუქრება საპასუხო ნაბიჯების გადადგმით “ში და მის მიღმა”, და ასევე გეგმით, რომ ჩაატარებს წვრთნას ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით – რასაც ევროკავშირი “უპასუხისმგებლოს” უწოდებს.
მას მერე, რაც 2022 წლის თებერვალში მოსკოვი უკრაინაში სრული მასშტაბით შეიჭრა, რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობამ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია ცივი ომის დასრულების შემდგომი პერიოდისთვის. ს დასავლელი მოკავშირეები უკრაინას ეხმარებიან მოიგერიოს მზარდი უპირატესტობის მქონე რუსეთის ძალები.
6 მაისს მოსკოვმა დაგმო ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დავიდ კამერონის სიტყვები – რომ უკრაინას “უფლება აქვს” დარტყმები რუსეთის ტერიტორიის შიგნით განახორციელოს, ბრიტანეთში წარმოებული იარაღით. ამასთან, რუსეთმა “უპასუხისმგებლო და აზრს მოკლებული” უწოდა საფრანგეთის პრეზიდენტის, ს სიტყვებს – რომ პარიზმა, შესაძლოა, ბოლოს უკრაინაში ჯარი გაგზავნოს კიევის დასახმარებლად იქ შეჭრილი რუსეთის ძალებთან ბრძოლაში.
ევროკომისიის პრესმდივანმა მწვავედ გააკრიტიკა რუსეთის განცხადება და მას უწოდა “რუსეთის უპასუხისმგებლო ქცევის გაგრძელება”.

ასევე დაგაინტერესებთ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ჩანაწერზე, რომელიც პერსონალური მონაცემების დამუშავებას ეხება, განცხადებას ავრცელებს