რუსეთმა YouTube-ის მუშაობა შეაფერხა

რუსეთის ტერიტორიაზე შეფერხებულია ამერიკული ვიდეოჰოსტინგის, YouTube-ის მუშაობა. 1 აგვისტოს მასობრივმა შეფერხებამ მოიცვა ს ოცამდე რეგიონის ქალაქები, მათ შორის მოსკოვი და პეტერბურგი.
მომხმარებლებს შეზღუდული აქვთ ვიდეოების ატვირთვა და ყურება როგორც პერსონალურ კომპიუტერებში, ისე მობილურ ტელეფონებში.
25 ივლისს რუსეთის დუმის დეპუტატმა ალექსანდრ ხინშტეინმა განაცხადა, რომ ხელისუფლება დაიწყებს ქვეყნის ტერიტორიაზე YouTube-ის მუშაობის 70%-მდე შენელებას. ხინშტეინმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ YouTube-ი რუსეთის კანონმდებლობას არღვევს.
ში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ YouTube-მა დაბლოკა კრემლის პროპაგანდისტების და ომის მხარდამჭერების არაერთი არხი. ამასთან, YouTube-ის აქტიურად გამოყენება დაიწყეს რუსეთის ხელისუფლების მიერ დევნილმა და „უცხოეთის აგენტებად” გამოცხადებულმა ჟურნალისტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა.
www.radiotavisupleba.ge

ასევე დაგაინტერესებთ