რუსეთმა 3344 უცხოელს მიანიჭა მოქალაქეობა უკრაინაში სამხედრო სამსახურის საფუძველზე

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ გაცემული ბრძანების საფუძველზე, რუსეთმა მიმდინარე წელს 3344 უცხოელს მიანიჭა მოქალაქეობა. ეს შესაძლებელს ხდის ს მოქალაქეობის პასპორტების გაცემას მათზე და მათი ოჯახის წევრებზე.
ეს მონაცემი 4 ნოემბერს გამოაცხადა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ირინა ვოლკმა, თუმცა ბუნდოვანი რჩება, იგი მხოლოდ სამხედრო პერსონალისთვის გაცემული პასპორტების რაოდენობას ასახავს, თუ მათი ნათესავებისასაც.
ბრძანების თანახმად, სამხედრო პირს მოქალაქეობა ენიჭება, თუკი ის ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს რუსეთის არმიასთან ან პრორუსულ სამხედრო დანაყოფებთან, რომლებიც ში იბრძვიან.
პარალელურად, რუსეთმა შემოიღო კანონები, რომლებიც შესაძლებელს ხდის მოქალაქეობის ჩამორთმევას მათთვის, ვინც რუსეთის პასპორტი ნატურალიზაციის გზით მიიღო – იგულისხმებიან პირები, რომლებიც უარს იტყვიან სამხედრო სამსახურში რეგისტრაციაზე.
ვოლკის თანახმად, 2024 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში ამ საფუძველზე 1117 პირს ჩამოერთვა მოქალაქეობა.