რუსეთმა ხარკოვს რაკეტებით და დრონებით დაარტყა, ქალაქში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა

რუსულმა ძალებმა წუხელ ხარკოვზე კომბინირებული შეტევა განახორციელეს, რამაც ქალაქში მასშტაბური ხანძარი გამოიწვია, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის თქმით, რუსებმა თავდასხმისთვის გამოიყენებს „შაჰიდის“ ტიპის 9 დრონი და ორი რაკეტა, რომელთა ტიპიც დგინდება.
„ხანძარი სამრეწველო ზონაში ოთხ ლოკაციაზე გაჩნდა. ამ დროისთვის ცნობილია ერთი დაშავებულის შესახებ“, – აღნიშნა მერმა.
მისი თქმით, რუსებმა ხარკოვზე, კერძოდ, ნოვობავარის რაიონზე, ათი დარტყმა განახორციელეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი: ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, როგორც იქნა მოხდა კონსტიტუციურ ჩარჩოებში პრეზიდენტის ინსტიტუციის მოქცევა. როგორც მოგეხსნებათ, ჩემმა წინამორბედმა განსხვავებული გზა აირჩია