რუსეთმა ხარკოვის ჩრდილოეთ ნაწილში შეტევები გააძლიერა

ხარკოვის ობლასტის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეჰ სინეჰუბოვის თქმით, ს შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ობლასტის ჩრდილოეთ ნაწილში შეტევები გაააქტიურა და გააძლიერა.
“ოკუპანტებმა ჩრდილოეთის მიმართულებით შეტევები გააძლიერეს. უპირველეს ყოვლისა, მტერს იერიში ვოვჩანკის ქალაქზე მიაქვს. მართვადი საავიაციო ბომბების, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით და არტილერიით ცეცხლი მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. დივერსიულ-სადაზვერვო ფორმირებების მხრიდან საზღვრის გარღვევის წარუმატებელი მცდელობები იყო”. – თქვა სინეჰუბოვმა.
პროექტ Deep State-ის ცნობით, შეიარაღებული ძალების გააქტიურება სხვადასხვა იარაღებით ხარკოვის ობლასტის სასაზღვრო დასახლებული პუნქტების ინტენსიური დაბომბვით დაიწყო. შეტევაში აქტიურად გამოიყენება რადიოელექტრული ომის სისტემები და უპილოტო საფრენი აპარატები.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ხარკოვის ობლასტის ჩრდილოეთ ნაწილში რუსული გააქტიურების საპასუხოდ სარეზერვო ქვედანაყოფები გაგზავნეს.
“ამ დღეების განმავლობაში ვოვჩანსკის მიმართულებით მტერმა მართვადი საავიაციო ბომბების გამოყენებით ავიათავდასხმები განახორციელა. ღამის დაწყებასთან ერთად რუსმა ოკუპანტებმა არტილერიის დახმარებით ჩვენი თავდაცვის წინა ხაზზე ზეწოლა გაზარდეს. დაახლოებით დილის 5 საათზე მტრის მხრიდან ბრონირებული ტექნიკის დახმარებით ჩვენი თავდაცვის ხაზის გარღვევის მცდელობა შედგა. თავდაცვის გასაძლიერებლად ფრონტის ამ ნაწილზე გაგზავნილია სარეზერვო ქვედანაყოფები”. – წერს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო.