რუსეთმა წუხელ ათეულობით დრონით შეუტია უკრაინას

კიევში რუსული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლი, იტყობინება ს საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ტიმურ ტკაჩენკო.
მისი სიტყვებით, დაზიანდა ფანჯრები და ექვსი ავტომანქანა. წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა.
უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობა იტყობინება, რომ 9-დან 10 იანვრის ღამით ს ჯარებმა უკრაინის წინააღმდეგ 72 დრონით მიიტანეს იერიში. მათი თქმით, ჩამოგდებულია 33 დრონი პოლტავის, სუმის, ხარკოვის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, ს, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ხმელნიცკის, ვინიცისა და ხერსონის ოლქებში. კიდევ 34 უპილოტო საფრენი აპარატი ლოკალურად დაიკარგა.
„დაფიქსირდა უპილოტო საფრენი აპარატების ხუთი მოხვედრა მიზანში (საწარმოები და სამეურნეო შენობები) ფრონტისპირა რაიონებში ჩერნიგოვის ოლქში, დაჭრილია სამოქალაქო პირი,“ ნათქვამია უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების შეტყობინებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე გალში საბაჟო ტერმინალის მშენებლობის შესახებ ინფორმაციაზე – არავითარ ე.წ. სახელმწიფო საზღვარს არ ვაღიარებთ, სრული სიყალბეა, აქედან გამომდინარე, ჩვენი მხრიდან ამაზე საუბარი ვერ იქნება – ვადასტურებთ, რომ ტვირთებს არ გავატარებთ