რუსეთმა ძებნილად გამოაცხადა ჟურნალისტი და კინოკრიტიკოსი ეკატერინა ბარაბაში. მას შინაპატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ეკატერინა ბარაბაში სახლში აღარ დახვდათ. ამის გამო, 21 აპრილს, მოსკოვის პუშკინის რაიონის სასამართლომ ბარაბაშს აღკვეთის ზომა, შინაპატიმრობა დაუსწრებლად შეუცვალა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრობით.
ეკატერინა ბარაბაში, რომელიც ბერლინიდან ბრუნდებოდა, რუსული არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით 25 თებერვალს, მოსკოვის აეროპორტში დააკავეს. მას სასამართლომ აღკვეთის ზომად შინაპატიმრობა შეუფარდა.
აპრილის დასაწყისში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ბარაბაში „უცხოეთის აგენტების“ რეესტრში შეიყვანა.
ფორუმი
