რუსეთმა ძებნა გამოაცხადა ჟურნალისტზე, რომელიც შინაპატიმრობაში იმყოფებოდა

რუსეთმა ძებნა გამოაცხადა ჟურნალისტსა და კინოკრიტიკოს ეკატერინა ბარაბაშზე, რომელიც შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.
სასჯელაღსრულების სამსახურმა განაცხადა, რომ ბარაბაში სახლში ვეღარ იპოვეს — შინაპატიმრობის აღმკვეთი ღონისძიების დარღვევა ელექტრონული მონიტორინგის სისტემის მეშვეობით დაადგინეს.
მოსკოვის ოლქის პუშკინის საქალაქო სასამართლოს 21 აპრილს განჩინებით, ბარაბაშთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეიცვალა.
ეკატერინა ბარაბაში წარმოშობით ხარკოვიდანაა, თუმცა მისი დაბადებისთანავე ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა.
ში ს სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ბარაბაში, ხანდაზმული მშობლების გამო, რუსეთში დარჩა, თუმცა ღიად აკრიტიკებდა კრემლის პოლიტიკას. ჟურნალისტი ფეისბუქ-პოსტების გამო, რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით მიმდინარე წლის 25 თებერვალს დააკავეს.
აპრილის დასაწყისში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ბარაბაში „უცხოური აგენტების“ რეესტრში დაამატა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გიორგი მიქაძისა და დავით მიქაძის ბრალეულობას, არ არსებობს – საქმე ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს მიქაძეებთან მიმართებაში და მითუმეტეს, სხვა პირებთან, ეს არის ისტერია, სხვა სახელს ვერ დავარქმევ

ადვოკატი – სანდრო წივწივაძისგან რომ შეიძინეს იარაღი, რითაც იყო მოკლული ლევან ჯანგველაძე, არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება – წარმოდგენილია ვიდეომასალა, რომელიც დაახლოებით, 2021-2022 წლისაა და საერთოდ არ არის კავშირში საქმესთან