რუსეთმა შესაძლოა, მიიღოს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი – სტივ უიტკოფი

რუსეთმა შესაძლოა, მიიღოს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი – სტივ უიტკოფი
რუსეთმა შესაძლოა, მიიღოს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა „უოლ სთრით ჯორნალთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ამერიკელი დიპლომატის თქმით, ტერიტორიებთან დაკავშირებით მოსკოვში ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რა დროსაც „პუტინი ჩაციკლული იყო უკრაინის მიწაზე“.
-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთმა შესაძლოა, მიიღოს ხუთი რეგიონიდან ზოგიერთი, რომელსაც ის თავის საკუთრებად მიიჩნევს, მაგრამ არა ყველა. უიტკოფმა ასევე აღნიშნა, რომ შეიძლება, ნაკლებად იყოს შეშფოთებული იმ რეგიონებით, რომელიც რუსულენოვანია.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა , დონეცკი, ლუგანსკი, ზაპოროჟია და ხერსონი რუსეთის ნაწილად გამოაცხადა. უკრაინის პრეზიდენტი, აცხადებს, რომ არასოდეს აღიარებს ამ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა