რუსეთმა „ქართული ლეგიონი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის სამხედრო სასამართლომ ში მებრძოლი „ქართული ლეგიონი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.
ინფორმაციას ამის შესახებ ს ფედერალური უშიშროების სამსახური ავრცელებს.
ФСБ წერს, რომ „ქართული ლეგიონი“ ეროვნული ნიშნით ჩამოყალიბებული ყველაზე დიდი შეიარაღებული ფორმირებაა უკრაინაში. მოსკოვი „ქართულ ლეგიონს“ რუსი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების წამებასა და მკვლელობაში ადანაშაულებს:
მანამდე, უკრაინაში მებრძოლ „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელ მამუკა მამულაშვილზე რუსეთმა ფედერალური ძებნა გამოაცხადა.
პროპაგანდისტული რუსული მედიის ცნობით, მამულაშვილს, რომელსაც რუსეთში დაუსწრებლად მიუსაჯეს სასჯელი უკრაინის მხარეს „დაქირავებული მებრძოლების ბრძოლისთვის და მათი გადაბირებისთვის“, სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევისთვის ეძებენ.
მოსკოვმა აქამდე დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი „ქართული ლეგიონის“ 70 წევრზე მეტს – მიზეზი მათი უკრაინის მხარეს ბრძოლაა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – საუბარია დანაშაულთა წყებაზე, ბაჩიაშვილის ტრანსპორტირება „აირზენას“ მეშვეობით მოხდა, ბორტზე რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, ისინი არ იყვნენ ბორტგამცილებლები – პროკურატურას გამოძიების მოთხოვნით მივმართავთ

ნიკა გვარამია – მოსამართლეს იგივე წარმატებით შეეძლო დაედგინა, რომ ნიკა მელია „კაციჭამიაა“, ბავშვებს იტაცებს, სიგიჟეს ვუყურებდით საათების განმავლობაში – ადამიანმა წყალი შეასხა კი არა, საერთოდ, როგორ უძლებს ნერვები ყველა ჩვენგანს