რუსეთმა უკრაინის 11 ქალაქზე საჰაერო იერიშები მიიტანა, არის მსხვერპლი

12 ადამიანი დაშავდა დნიპროში რუსული რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნისას. რეგიონის გუბერნატორის, სერჰი ლისაკის თქმით, ნამსხვრევები დასახლებულ უბანში ჩამოვარდა, რის შედეგადაც 30-ზე მეტი სახლი დაზიანდა.
ოფიციალური ინფორმაციით, დაშავებულთა შორის ერთი ბავშვია.
ოფიციალური ს ცნობით, რუსეთმა სარაკეტო იერიშები უკრაინის 11 ქალაქზე მიიტანა, მათ შორის, ნიკოპოლზე – ქალაქზე, რომელიც ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს მდებარეობს. ნიკოპოლზე იერიშების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.
ქალაქ ოჩერეტინეში, დაშავდა ორი ადამიანი და დაიღუპა ერთი. შაბათს, დონეცკის რეგიონში, ს საჰაერო იერიშების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – არც ერთმა საელჩომ და დონორმა არ დაგმო ძალადობის შემთხვევები, ბევრმა მათგანმა ძალადობრივ თავდასხმებს „მშვიდობიანი”’ უწოდა – სამწუხაროდ, ძალადობის წაყრუება მომავალში მეტ ძალადობას ახალისებს