რუსეთმა უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი ძებნაში გამოაცხადა

რუსეთმა ში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი ძებნაში გამოაცხადა და ბასმანის სასამართლომ ის დაუსწრებლად დააკავა. როგორც სახელმწიფო გამოცემა TASS წერს, ძებნაში გამოცხადებული გიორგი გელაშვილი ყველაზე ახალგაზრდა ქართველი სნაიპერია.
გიორგი გელაშვილს ბრალად ედება მედიასაშუალებების გამოყენებით სიძულვილისა და მტრობის გაღვივებაში, ძალადობის მუქარაში, ასევე, დაქირავებულ მებრძოლობაში.
ს სასამართლომ უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე ლევან ფიფია დაუსწრებლად დააკავა. ისინი საერთაშორისო ძებნაში არიან გამოცხადებულნი.