რუსეთმა უკრაინას 270 დრონით, 5 ბალისტიკური და 5 ფრთოსანი რაკეტით დაარტყა

რუსეთმა უკრაინას ისევ დრონებით შეუტია – როგორც უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალები იტყობინება, 19 აგვისტოს, ღამით, რუსეთმა უკრაინას 270 დრონით, ხუთი ბალისტიკური და ხუთი ფრთოსანი რაკეტით დაარტყა. თავდასხმაში სტრატეგიული ავიაციაც მონაწილეობდა.
იტყობინება, რომ დრონებისა და რაკეტების უმეტესობა ჩამოაგდეს, თუმცა დაფიქსირდა 40-ზე მეტი მოხვედრა. მათ შორის Х-101 ტიპის ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტისა Искандер-М.
ვრცელდება ცნობები პოლტავის ოლქზე განხორციელებული მასირებული იერიშის შესახებ, რის შემდეგაც ათას ხუთასზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი მაიკლ გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, ჩირქს სცხებს ქვეყანას, რომელსაც ის წარმოადგენს – ამ ატავისტური შეცდომის გამოსწორება ბოდიშის მოხდით და პოსტის წაშლითაა შესაძლებელი