რუსეთმა უკრაინას 142 დრონით შეუტია, დარტყმა 10 ლოკაციაზე დაფიქსირდა

რუსებმა ს 142 უპილოტო საფრენ აპარატით შეუტიეს, უკრაინელებმა 126 ჩამოაგდეს და გაანეიტრალეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 16 უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმა 10 ლოკაციაზე დაფიქსირდა, ჩამოგდება კი – 6 ლოკაციაზე.
ცნობისთვის, 31 აგვისტოს ღამეს რუსეთმა ოდესის ოლქზე დრონების გამოყენებით მასიური თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ერთი ადამიანი დაშავდა.