რუსეთმა ს „ისკანდერის“ რაკეტით და 58 დრონით შეუტია

რუსეთმა ს 14 სექტემბრის ღამეს „ისკანდერის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტით და 58 დრონით შეუტია, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 52 დრონი გაანეიტრალეს.
უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ რაკეტისა და 6 დრონის დარტყმა 3 ლოკაციაზე დაფიქსირდა, 2 ლოკაციაზე კი ნამსხვრევები ჩამოვარდა.
ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, 24 საათის განმავლობაში, ზაპოროჟიეს, ხარკოვის, ხერსონისა და დონეცკის ოლქებში რუსების თავდასხმების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ