რუსეთმა უკრაინას ისევ დრონებით შეუტია

19 აგვისტოს, ღამით, რუსეთმა უკრაინას 270 დრონით, ხუთი ბალისტიკური და ხუთი ფრთოსანი რაკეტით დაარტყა, ინფორმაციას უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალები ავრცელებს. თავდასხმაში სტრატეგიული ავიაციაც მონაწილეობდა.
იტყობინებიან, რომ დრონებისა და რაკეტების უმეტესობა ჩამოაგდეს, თუმცა დაფიქსირდა 40-ზე მეტი მოხვედრა. მათ შორის Х-101 ტიპის ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტისა Искандер-М.
ვრცელდება ცნობები პოლტავის ოლქზე განხორციელებული მასირებული იერიშის შესახებ. ათას ხუთასზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, იტყობინება რეგიონის ხელმძღვანელი ვლადიმირ კოგუტი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)