რუსეთმა 16 ივლისის ღამეს უკრაინას ბალისტიკური რაკეტით და „შაჰედისა“ და სხვა ტიპის 400 დრონით შეუტია, უკრაინელებმა 198 დრონი გაანადგურეს, 145 კი რადიოელექტრონული ომის საშუალებებით გაანეიტრალეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 57 უპილოტო საფრენი აპარატის და 1 ბალისტიკური რაკეტის თავდასხმა დაფიქსირდა 12 ლოკაციაზე.
შეტევის ძირითადი მიმართულებები იყო კრივი-რიჰი, ხარკოვი და ვინიცა.
