რუსეთმა უკრაინაზე მორიგი შეტევისთვის 170-ზე მეტი დრონი გამოიყენა

რუსეთის ჯარებმა ზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს. დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს, 17 მარტს, დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში რუსეთმა გამოიყენა სხვადასხვა ტიპის 174 დრონი.
სარდლობის თანახმად, საჰაერო და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა 90 ე.წ. დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ხარკოვის, ს, პოლტავის, სუმის, კიროვოგრადის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს და ოდესის ოლქებში, ხოლო 70 „უპილოტო-იმიტატორი ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე“.
უკრაინის ოლქების სამხედრო და სამოქალაქო ადმინისტრაციების მონაცემებით:
ოდესის ოლქში დაზიანებულია კერძო სახლი, საბავშვო ბაღი, საწყობი და მაღაზია, დაშავდა ერთი ადამიანი.
რუსული დრონით დარტყმის შედეგად ხარკოვის ოლქში ხანძარი გაუჩნდა ერთ-ერთ საწარმოს.
სახლები დაზიანდა დნეპროპეტროვსკის და კიევის ოლქებში.
რუსული დრონებით შეტევის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა პოლტავის ოლქის კრემენჩუგის რაიონს.