„დღეს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს რუსეთის თავდასხმების შედეგების ლიკვიდაცია ზაპოროჟიეში, კიევსა და სხვა ოლქებში”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ შეერთებული შტატები რუსეთზე წნეხს გააძლიერებს და მოსკოვს ომის დასრულებას აიძულებს.
დარტყმები უმეტესად საცხოვრებელ სახლებსა და სამოქალაქო ობიექტებზე განხორციელდა. 80-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, 4 დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი. რუსების სამიზნე გახდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაც, რაც მათი ცნობილი ტაქტიკაა.
ისინიც ცდილობენ ელექტროენერგიის გარეშე დაგვტოვონ. რუსეთმა უარყო ყველა სამშვიდობო შეთავაზება და მისი ქმედებები მკაცრ რეაგირებას იმსახურებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
