რუსეთმა ტაქტიკური ბირთვული იარაღით წვრთნები დაიწყო

ს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ნაბრძანები წვრთნების პირველი ეტაპი, რომელიც ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას ისახავს მიზნად, დაიწყო. სიმულაციური სწავლებები საჭიროების შემთხვევაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის ეფექტიანად და დროულად გამოყენებას ეხება. აღნიშნულ ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.
სამხედრო ანალიტიკოსების მოსაზრებით, წვრთნები პუტინის მხრიდან გამაფრთხილებელი ნიშნის მნიშვნელობას ატარებს, რაც ში ომში უფრო აქტიურად ჩართვისაგან დასავლეთის შეკავებას ისახავს მიზნად.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების პირველ ეტაპზე წვრთნებში Iskander-ისა და Kinzhal-ის ტიპის რაკეტები გამოიყენება. სამინისტროს განცხადებით, სწავლების მიზანია, უზრუნველყოს შესაბამისი დანაყოფებისა და აღჭურვილობის მზადყოფნა არასტრატეგიული, ანუ ტაქტიკური ბირთვული იარაღის საბრძოლო გამოყენებისათვის.
წვრთნებში რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის სარაკეტო ძალების დანაყოფები არიან ჩართულნი. გარდა ამისა, ბოლო ინფორმაციით, სწავლებაში მონაწილეობას ბელარუსიც მიიღებს. შეგახსენებთ, რომ შარშან რუსეთმა ტაქტიკური ბირთვული იარაღი ბელარუსის ტერიტორიაზეც განალაგა.