რუსულმა მხარემ ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდება შეუმცირა, ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზ” კომპანია Черноморэнерго-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
„1 თებერვლიდან რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის მიწოდების მოცულობის შემცირების გამო, „ჩერნომორენერგო“ აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე გრაფიკს აწესებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
დღეს აბონენტებს შუქს ორჯერ, ორ-ორი საათით გაუთიშავენ.
„შეზღუდვების გაუქმების ან გახანგრძლივების შემთხვევაში, კომპანია მოსახლეობას შეტყობინებას გაუგზავნის, მაშინვე, როგორც კი რუსეთის ფედერაციისგან მივიღებთ ინფორმაციას ელექტროენერგიის ნაკადის შესახებ“,- წერს კომპანია
