რუსეთმა მორიგი იერიში მიიტანა უკრაინის ენერგოობიექტებზე

20 ივნისს, ს სამხედრო ძალებმა უკრაინის სხვადასხვა რეგიონზე იერიში მიიტანეს რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით. აფეთქებები იყო ს, ვინიცის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს და სხვა ოლქებში.
რუსეთის მორიგი შეტევის გამო საჰაერო განგაში ღამის ორი საათისთვის გამოცხადდა და დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა. ამოქმედებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემა.
უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანია „უკრენერგომ“ დილით განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევისას ვინიცის, დნეპროპეტროვსკის, დონეცკის და კიევის ოლქებში დაზიანებულია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები.
რუსეთი არაერთი თვეა უტევს უკრაინის ჰესებს, თბოელექტროსადგურებს და სხვა ენერგოობიექტებს. უკრაინის რეგიონებში ელექტროენერგიის მიწოდების მკაცრი გრაფიკი მოქმედებს.
„უკრენერგოს“ ხელმძღვანელმა ვოლოდიმირ კუდრიცკიმ მაისის ბოლოს, საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ რუსეთის არმიის მიერ დანგრეული და დაზიანებული ელექტროსადგურების აღდგენას თვეები და წლები დასჭირდება, ამიტომ უკრაინელებმა უნდა ისწავლონ შეზღუდული ენერგომომარაგების პირობებში ცხოვრება.
უკრაინის ენერგოობიექტების მიზანმიმართულად განადგურების გამო, 2024 წლის 5 მარტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის, ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის და საჰაერო-კოსმოსური ძალების შორეული ავიაციის სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ სერგეი კობილაშის დაპატიმრების ორდერები.
სოკოლოვი და კობილაში ეჭვმიტანილი არიან ომის დანაშაულში, კერძოდ, მათი ხელმძღვანელობით მოქმედი ძალების მიერ უკრაინის ენერგოობიექტების განზრახ განადგურებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მშვიდობიან მოსახლეობას. რუსი ადმირალი და გენერალი ეჭვმიტანილი არიან ანტიჰუმანური ქმედებებით კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაშიც.