რუსეთმა მიხაილ ხოდორკოვსკი “ექსტრემისტებისა და ტერორისტების“ სიაში შეიყვანა

რუ­სე­თის ფი­ნან­სუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ფე­დე­რა­ლურ­მა სამ­სა­ხურ­მა ბიზ­ნეს­მე­ნი, მი­ხა­ილ ხო­დორ­კოვ­სკი “ექ­სტრე­მის­ტე­ბი­სა და ტე­რო­რის­ტე­ბის“ სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.
“ტე­რო­რის­ტე­ბი­სა და ექ­სტრე­მის­ტე­ბის სიას“ ასე­ვე და­ე­მატ­ნენ სა­ხელ­მწი­ფო დუ­მის ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი დი­მიტ­რი გუდ­კო­ვი (იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მიერ უცხო­ელ აგენ­ტად გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი), ჯორჯ ვა­შინგტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ადი­უნ­ქტ-პრო­ფე­სო­რი და ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მრჩე­ვე­ლი კონ­სტან­ტინ ჩუ­მა­კო­ვი და ის­ტო­რი­კო­სი იური პი­ვო­ვა­რო­ვი (ასე­ვე უცხო­ელ აგენ­ტად გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი).
მი­ხა­ილ ხო­დორ­კოვ­სკი ორ­გა­ნი­ზა­ცია “რუ­სე­თის ან­ტი­სა­ო­მა­რი კო­მი­ტე­ტის” ერთ-ერთი ლი­დე­რია. ოქ­ტომ­ბერ­ში, FSB-მ გა­მო­ა­ცხა­და, რომ ხო­დორ­კოვ­სკის და “რუ­სე­თის ომის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კო­მი­ტე­ტის“ სხვა წევ­რე­ბის (არა­სა­სურ­ველ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი) წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრა ძა­ლა­უფ­ლე­ბის ძა­ლა­დობ­რი­ვი ხელ­ში ჩაგ­დე­ბი­სა და ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის.
“2025 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, მოძ­რა­ო­ბის წევ­რე­ბის მიერ, ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­ში შე­იქ­მნა ე.წ. “რუ­სე­თის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ძა­ლე­ბის პლატ­ფორ­მა“. მ. ხო­დორ­კოვ­სკი ამ პლატ­ფორ­მას და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბის წი­ნა­შე წა­რად­გენ­და, რო­გორც “გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დის დამ­ფუძ­ნე­ბელ კრე­ბას“ და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მმარ­თვე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­ვას“, – გა­ნა­ცხა­და FSB-მ.