რუსეთმა მასირებული შეტევა მიიტანა ქალაქ ოდესაზე

რუსეთის ჯარებმა მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის ქალაქ ოდესაზე. ქალაქის ნაწილს შეუწყდა ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება და გათბობა. დროებით დაიხურა 30-მდე სკოლა და საბავშვო ბაღი.
ოდესის მერმა გენადი ტრუხანოვმა გასული ღამის განმავლობაში ტელეგრამ-არხით ორჯერ გაავრცელა გაფრთხილება, რომ მოსალოდნელი იყო რაკეტებით და დრონებით შეტევა და ქალაქის მცხოვრებთ უსაფრთხო ადგილებში ყოფნისკენ მოუწოდა.
ტრუხანოვის ტელეგრამზე დღეს, 19 თებერვალს, დილის შვიდი საათისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, ს მასირებული შეტევის შედეგად ელექტროენერგიის და გათბობის გარეშე დარჩა 14 სკოლა, 13 საბავშვო ბაღი და საცხოვრებელი მიკრორაიონი, სადაც 500-ზე მეტი სახლია.
ოდესის მერის ცნობით, მნიშვნელოვნადაა დაზიანებული ბავშვთა პოლიკლინიკის და ერთ-ერთი საბავშვო ბაღის შენობები. წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა ერთი ადამიანი.
სკოლები და საბავშვო ბაღები, რომლებსაც ელექტროენერგია და გათბობა არ მიეწოდებათ, დროებით დაიხურა.
ფორუმი