რუსეთმა ვერასდროს შეძლო ერად ჩამოყალიბება, ის ყოველთვის იყო და ახლაც არის იმპერია – ჯოზეფ ბორელი

რუსეთმა ვერასდროს შეძლო ერად ჩამოყალიბება, ის ყოველთვის იყო და ახლაც არის იმპერია, – ეს განცხადება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიტანულ „გარდიანთან” საუბრისას გააკეთა. როგორც ბორელი აცხადებს, არ აპირებს ში უკან დახევას და ომის საბოლოო გამარჯვებამდე გეგმავს.
მისივე თქმით, უკრაინის ომში ფსონი ევროკავშირის არსებობაზე დევს.
„შესაძლოა, ახლა არის მომენტი, როდესაც უნდა დავინახოთ დიდი ქვეყნებისგან მომავალი საფრთხე, რაც ჩვენს დემოკრატიას ემუქრება, ემუქრება ევროპას და არა მხოლოდ უკრაინას. თუ ჩვენ სასწრაფოდ არ შევცვლით კურსს, თუ არ მოვახდენთ რესურსის მობილიზებას, თუ მივცემთ პუტინს გამარჯვების უფლებას, და ასევე, ვერ შევაჩერებთ ტრაგედიას ღაზაში, მაშინ ჩვენი პროექტი უფრო დიდ ზიანს მიიღებს”, – განაცხადა ბორელმა.
ბორელი მიიჩნევს, რომ რუსეთი არ დაკმაყოფილდება უკრაინის ნაწილის დაპყრობით და არ დაუშვებს, რომ უკრაინის მეორე ნაწილი ევროკავშირში გაწევრიანდეს. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელძღვანელი მოუწოდებს ევროპელ ლიდერებს, ხანგრძლივი ომისთვის ემზადონ.
„რუსეთი ვერასდროს გადაიქცა ერად. ის ყოველთვის იყო იმპერია ჯერ მეფით, შემდეგ საბჭოთა მმართველობისას და ახლა, პუტინის პირობებშიც. ეს არის რუსეთის მუდმივი მდგომაროება და მისი პოლიტიკური იდენტობა. როგორც შედეგი კი, რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს მეზობლებისთვის და განსაკუთრებით ჩვენთვის”, – აღნიშნა ბორელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სასაცილოა, რომ რასა იუკნევიჩიანე მის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტში ოპოზიციას მოუწოდებდა არჩევნებში მონაწილეობისკენ და მეორე დღეს, შეიტანა შესწორება და მოუწოდებს, არ მიიღონ მონაწილეობა

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის გაერთიანება-არგაერთიანებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, „ქართული ოცნება“ მოიგებს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში – ოპოზიცია ერთი დიდი აგენტურაა და რა სცენარში ჩაჯდებიან, მათი პატრონების გადასაწყვეტია