რუსეთმა ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ევროპული ჩარჩო კონვენცია ოფიციალურად დატოვა

რუსეთმა ევროპის საბჭოს ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენცია 1-ელ აგვისტოს ოფიციალურად დატოვა, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ოფიციალურ იურიდიულ პორტალზე გამოქვეყნდა.
რუსეთი ეროვნული უმცირესობების დაცვის კონვენციას 1996 წელს შეუერთდა.
2023 წლის ოქტომბერში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კონვენციის დენონსაციის შესახებ კანონს. ამის მიზეზად დასახელდა ის, რომ 2022 წელს რუსეთმა „დაკარგა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო მისთვის საინტერესო საკითხებზე გადაწყვეტილებების შემუშავებაში“ და განეხორციელებინა „საზღვარგარეთ რუსულენოვანი მოსახლეობის“ უფლებების დარღვევის მონიტორინგი.
ცნობისთვის, კონვენცია, რომელსაც ხელი 1995 წლის თებერვალში მოეწერა, ადგენს ევროპაში ეროვნული უმცირესობების მოპყრობის ძირითად პრინციპებს, კერძოდ, დისკრიმინაციისა და იძულებითი ასიმილაციის აკრძალვას, საკუთარი რელიგიის თავისუფლებას და საკუთარ ენაზე თავისუფლად ლაპარაკის უფლებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური კითხვაზე, შესაძლოა თუ არა მისი ჩვენების საფუძველზე გიორგი გახარია დააკავონ – მარტო ჩემი ჩვენების საფუძველზე არა, მაგრამ ჩემი, როგორც ერთ-ერთი ჩვენების საფუძველზე, კი ბატონო

ვახტანგ გომელაური – გიორგი გახარია იქნებოდა, თუ სხვა, უსაფრთხოების სამსახურთან უნდა შეეთანხმებინა, ეს არ მომხდარა – როცა გავიგეთ, რომ ტრაქტორები მუშაობდნენ და საგუშაგო უნდა გაკეთებულიყო, ვუთხარი, რომ არ შეიძლებოდა – გადავრჩით, შეიძლება ომის წინაშე დავმდგარიყავით

ვახტანგ გომელაური შსს-ში საკადრო ცვლილებებზე – პენსიაზე გავედით, პატარები ხომ არ ვართ, 50 წლისები ვართ – ბიძინა ივანიშვილთან მქონდა თუ არა წასვლასთან დაკავშირებით საუბარი? – ვინ გეკითხებათ?