რუსეთმა ელტონ ჯონის ფონდიც „არასასურველ“ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის ხელისუფლებამ „არასასურველად“ გამოაცხადა მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსის, ელტონ ჯონის ფონდი(Elton John AIDS Foundation). მუსიკოსის მიერ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიზანია შიდსთან ბრძოლა და დისკრიმინაციის დაძლევა.
რუსეთის გენერალური პროკურატურის საიტზე დღეს, 3 აპრილს, გამოქვეყნებული ინფორმაციით, ფონდის საქმიანობა „არასასურველია“, რადგან დიდწილად კონცენტრირებულია „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდაზე, ოჯახის დასავლურ მოდელებზე, სქესის შეცვლაზე“.
რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებითვე, უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შემდეგ ფონდი მონაწილეობს „რუსეთის გასაშავებლად დასავლეთის საინფორმაციო კამპანიებში“.
ელტონ ჯონის მიერ 1990-იანი წლების დასაწყისში დაფუძნებული ფონდი მსოფლიოში შიდსთან მებრძოლი ერთ-ერთი უმსხვილესი საქველმოქმედო ორგანიზაციაა.
პუტინის ხელისუფლების მიერ „არასასურველად“ მიჩნეულ ორგანიზაციებს რუსეთში საქმიანობა აკრძალული აქვთ. დარღვევა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევს.
რუსეთმა უკვე აკრძალა 200-ზე მეტი უცხოური ორგანიზაციის საქმიანობა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?