რუსეთმა და უკრაინამ დოჰაში მოლაპარაკება გამართეს ბავშვების დაბრუნების თაობაზე

რუსეთმა და მ პირველად გამართეს ომის შედეგად დევნილი ბავშვების საკითხზე პირისპირ მოლაპარაკებები. შეხვედრა დოჰაში კატარის შუამავლობით გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია ს ფედერაციის პრეზიდენტის წარმომადგენელმა და ბავშვთა უფლებების ომბუდსმენმა, მარია ლვოვა-ბელოვამ კომისარმა განაცხადა. მისი თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ რუსეთიდან უკრაინაში 29 ბავშვს ჩაიყვანენ, უკრაინიდან რუსეთში კი 19 ბავშვს.

კიევში ირწმუნება, რომ ოკუპანტებმა სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთსა თუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე 19 ათასზე მეტი ბავშვი გადაიყვანეს. ლვოვა-ბელოვამ ამ ინფორმაციას სიყალბე უწოდა.
იანვარში, უკრაინის ვერხოვნა რადის ადამიანის უფლებათა კომისარმა, დიმიტრი ლუბენეცმა განაცხადა, რომ საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ უკრაინაში დაბრუნდა 517 ბავშვი და 2,828 ზრდასრული. 2023 წლის დეკემბერში მარია ლვოვა-ბელოვამ თქვა, რომ ოჯახებში დააბრუნეს ყველა ბავშვი, რომელიც 2022 წლის შემოდგომაზე ფრონტის ხაზის ცვლილების გამო ახლობლებისგან მოწყვეტილი აღმოჩნდა.
უკრაინის ხელისუფლება რუსეთს ფართომასშტაბიანი ინტერვენციის შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების დეპორტაციაში ადანაშაულებს. რუსეთის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ბავშვები არა დეპორტირებული, არამედ ევაკუირებული იყვნენ, რადგან მათ საფრთხე ემუქრებოდათ.
2023 წელს ICC-მ გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ფედერაციის ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი. ისინი ეჭვმიტანილი არიან უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში ბავშვების დეპორტაციაში. მოსკოვი არ მონაწილეობს სასამართლოს მუშაობაში და აცხადებს, რომ არ ცნობს მის იურისდიქციას.