რუსეთმა დათმობის სახით ომის დასრულება, ქვეყნის მთლიანად არწაღება შემოგვთავაზა – ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტის, ს თქმით, რუსეთმა დათმობის სახით ომის დასრულება და ქვეყნის მთლიანად “არწაღება” შესთავაზა.
ამის შესახებ -ს პრეზიდენტმა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ნორვეგიის პრემიერმინისტრ იონას გარ სტორთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რეპორტიორის მიერ დასმულ შეკითხვაზე, რას ითვალისწინებს ს მიერ შეთავაზებული ის დათმობა, რომელიც მხარეებს მშვიდობასთან მიიყვანს ახლოს, ტრამპმა უპასუხა, რომ ეს ომის დასრულებაა.
რეპორტიორი: რა არის რუსეთის მიერ ამ დროისთვის შეთავაზებული დათმობა, რომელიც მშვიდობასთან უფრო ახლოს მიგვიყვანს?
ტრამპი: ომის შეწყვეტა, მთლიანი ქვეყნის [არწაღება], ეს მართლაც დიდი დათმობაა.
ცნობისთვის, ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გასულ კვირაში პარიზში სთან და ევროპელ მოკავშირეებთან გამართულ შეხვედრაზე ტრამპის გუნდი გამოვიდა წინადადებით, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, აშშ-მ რუსეთის მიერ 2014 წელს ოკუპირებული უკრაინული რეგიონი, რუსეთის ნაწილად აღიაროს, ხოლო მიმდინარე ომის ფრონტის ხაზი გაიყინოს.
უკრაინის პრეზიდენტ ს მრავალჯერ განუცხადებია, რომ ნახევარკუნძულს მოსკოვს არ გადასცემს.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 23 აპრილს ზელენსკის საპასუხოდ Truth Social-ზე დაწერა, რომ “ზელენსკის არავინ სთხოვს ყირიმის აღიარებას” და მისი განცხადებები “რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის დამაზიანებელია”.