რუსეთმა გაყინა სამხედრო ტყვეების გაცვლა | უკრაინის სამხედრო ტყვეთა საკოორდინაციო შტაბი

უკრაინის სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის პრესსამსახურის ხელმძღვანელი პეტრო იაცენკო აცხადებს, რომ რუსეთმა ფაქტობრივად გაყინა სამხედრო ტყვეების გაცვლა. მისი თქმით, ასე სურს აგრესორ ქვეყანას შეარყიოს უკრაინული საზოგადოება.
ცდილობს უკრაინის საზოგადოების დესტაბილიზაციას, ცდილობს დაარწმუნოს ძველი სამხედრო ტყვეები, რომ გაცვლას აფერხებს უკრაინული მხარე. ის ითხოვს რაიმე სახის მასობრივ ქმედებებს ამისთვის იყენებენ ტყვეებს, როგორც უკრაინელებზე გავლენის კიდევ ერთ ბერკეტს“, – განაცხადა მან ინტერვიუში.
იაცენკოს ინფორმაციით, ტყვეთა ბოლო გაცვლა აგვისტოში შედგა, როდესაც 22 უკრაინელი მებრძოლი დააბრუნეს სახლში.
მისივე განცხადებით, ს ბევრი რუსი სამხედრო ტყვე ჰაყვს და მზადაა გაცვალოს ისინი – “ამ რუსი სამხედრო ტყვეების შენახვა საერთოდ არ გვჭირდება. ხვალაც სიამოვნებით გავცვლით მათ ჩვენს დამცველებზე” – თქვა იაცენკომ.
UNIAN ტყვეობის ფაქტის დადგენის კომისიის ანგარიშზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის ტყვეობაში 4 ათას 337 უკრაინელია.